Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ისტორიული და მიმდინარე დანიშნულება არის სტრატეგიული დამაკავშირებელი იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – ნინო წილოსანი

მარშალ პრესი 29/07/2023
წილოსანი

დიახ, საქართველოს გაცხადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აღმოსავლეთთან, ასევე დასავლეთთან. საქართველოს ისტორიული და მიმდინარე დანიშნულება არის სტრატეგიული დამაკავშირებელი იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში ისტორიულია და მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან გაცხადებული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს.

„რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი მნიშვნელოვანი, ორი მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკაში. მათი ურთიერთობა არ არის სწორხაზოვანი, მათ გადაკვეთის ბევრი წერტილი აქვთ და, მათ შორის, სხვადასხვა საკითხი, სადაც აქვთ თანამშრომლობის ფორმატები ან რაღაც უხერხულობები. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ თავად შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი არის ჩინეთი და არა მხოლოდ ევროკავშირის, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების. არ გააჩნია ალტერნატივა იმას, რომ საქართველომ გააღრმაოს ურთიერთობები აღმოსავლეთთან, მათ შორის ჩინეთთან“, – აღნიშნა წილოსანმა.

Continue Reading

Previous: ზაალ ანჯაფარიძე სერბეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“მ რომლებსაც ოღონდ ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს
Next: წინასწარ გაგვიჭირდება საუბარი, ჩინეთთან კიდევ ახალ ეტაპზე გადასული ურთიერთობა შექმნის თუ არა წინაპირობას, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარის დაინტერესება იყოს – ნინო წილოსანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025