Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე სერბეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“მ რომლებსაც ოღონდ ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს

მარშალ პრესი 29/07/2023
ზაალ ანჯაფარიძე

თითქოს, ახალი არაფერი უთქვამს [სერბეთის პრეზიდენტს], მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“, რომლებსაც ოღონდ კი უკრაინის და ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს და თბილისი ბახმუტად გადაიქცეს – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სერბეთის პრეზიდენტის ვუჩიჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ერთის მხრივ, პუტინმა არ უნდა წააგოს, დასავლეთმა არ უნდა წააგოს, ანუ უკრაინამ არ უნდა წააგოს, რადგან ამით დამარცხდება ამერიკა, ევროკავშირი, ანუ ნატო და კოლექტიური დასავლეთი, „ეს არის ომი მოთმინებასა და გამოფიტვაზე“.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, „მეორე ფრონტი“ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და არ მოიხსნება, ვიდრე რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებს.

„ვშიშობ, რომ არც ერთ მხარეს არ შეუძლია წაგება. ერთის მხრივ, პუტინმა არ უნდა წააგოს, დასავლეთმა არ უნდა წააგოს, ანუ უკრაინამ არ უნდა წააგოს, რადგან ამით დამარცხდება ამერიკა, ევროკავშირი, ანუ ნატო და კოლექტიური დასავლეთი“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა და დასძინა, რომ „ეს არის ომი მოთმინებასა და გამოფიტვაზე“.
თითქოს და ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“, რომლებსაც ოღონდ კი უკრაინის და ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს და თბილისი ბახმუტად გადაიქცეს. არ მოხსნილა დღის წესრიგიდან „მეორე ფრონტი“ და არ მოიხსნება, ვიდრე რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებს“, – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

Continue Reading

Previous: სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებულ 10-ვე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
Next: საქართველოს ისტორიული და მიმდინარე დანიშნულება არის სტრატეგიული დამაკავშირებელი იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – ნინო წილოსანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025