Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა

მარშალ პრესი 29/07/2023
სოზარ სუბარი

ახლა თუ გავუშვით ეს შესაძლებლობები ხელიდან, ცხადია, ეს ფანჯარა დაიხურება და ჩვენ აღმოვჩნდებით უბრალოდ შავი ზღვის პირას მდებარე ერთი ჩიხი, სადაც არანაირი გზა არ გადის. ამიტომ, სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. დეპუტატი ამ ფაქტთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„საოცარი ნამდვილად არ არის ქართული ოპოზიციის ვითომ აღშფოთება, რომლებიც ამბობენ, რომ არ შეიძლება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან დადებულ სტრატეგიული პარტნიორობას. ამ დროს, ჩინეთს თვითონ დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, თვით უკრაინასთანაც კი და ევროპის კიდევ ბევრ ქვეყანასთან“, – აღნიშნავს სუბარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

Post navigation

Previous: საქალაქო სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებული 10 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
Next: იმდენად დიდი იყო ზეწოლა ქალბატონ ციცინო შავაძესა და მის მცირეწლოვან შვილებზე, რომ თვეების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები, შავაძეების ოჯახში მორიგეობით ცხოვრობდნენ – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.