Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

საქალაქო სასამართლოში სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებული 10 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მარშალ პრესი 29/07/2023
საქალაქო სასამართლო

უკანონო დაკავება, განზრახ მკვლელობა და სამსახურებრივი უფლება მოსილების გადამეტება – სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებული 10 ბრალდებულის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ეს არის საქმე, რომელშიც სტრასბურგმა სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

„ბრალდებულები 15 წლის განმავლობაში მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად, რათა არ გახსნილიყო მოცემული დანაშაული. ისინი 15 წლის განმავლობაში კოორდინირებულად გამოძიებას აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, შემუშავებული ყალბი ვერსიის შესაბამისად, რათა მათი დანაშაულებრივი ქმედებები არ დადგენილიყო. გარდა ამისა, არის მოწმეზე ზემოქმედების კონკრეტული ფაქტები, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები და მიმალვის საფრთხე. რის გამოც ბრალდების მხარე უალტერნატივოდ განიხილავს ბრალდებულთა მიმართ უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

Post navigation

Previous: ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრაზე: ნაც-ლიბერალების და აგენტურული ქსელის რეაქცია თვით ლუსტრირებასთან ერთად, გუშინდელი მოვლენის პოზიტიურ მნიშვნელობას ადასტურებს
Next: სოზარ სუბარი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.