Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმდენად დიდი იყო ზეწოლა ქალბატონ ციცინო შავაძესა და მის მცირეწლოვან შვილებზე, რომ თვეების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები, შავაძეების ოჯახში მორიგეობით ცხოვრობდნენ – სოზარ სუბარი

მარშალ პრესი 29/07/2023
სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერი სოზარ სუბარი სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს გამოეხმაურა. მან გაიხსენა რა ზეწოლის ქვეშ იყო შავაძის ოჯახი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ვიყავი სახალხო დამცველი და ვიკვლევდი ამ საქმეს, ისინი აშანტაჟებდნენ ოჯახს. იმდენად დიდი იყო ზეწოლა ქალბატონ ციცინო შავაძესა და მის მცირეწლოვან შვილებზე, რომ თვეების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ჩემი თანამშრომლები მორიგეობით ცხოვრობდნენ შავაძეების ოჯახში. იმიტომ რომ მათ ემუქრებოდნენ: „შემოგივარდებით და შენს შვილებსაც იგივეს დავმართებთ, რაც შენს მეუღლეს დაემართა“.

შეუძლებელია როინ შავაძეს გაქცევა მოენდომა და ყველა ტყვია წინა მხრიდან მოხვედროდა. 40-ვე ტყვია წინა მხრიდან იყო შესული და არცერთი ტყვია არ ყოფილა ზურგის მხრიდან, რაც ავტომატურად გამორიცხავდა გაქცევის მცდელობას“, – ამბობს სუბარი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა
Next: უნდა მოხდეს სამართლებრივად სახელის დარქმევა იმ მხეცური დანაშაულებისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. მათ შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ სწორედ როინ შავაძის საქმე – მიხეილ სარჯველაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025