Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

მარშალ პრესი 28/07/2023
ოო

ოზურგეთში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა. ღონისძიებას ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დაესწრო.

„ეს პროექტი „გალფის“ სპონსორობით ხორციელდება. ჩემს უკან ახლა კალათბურთის გულშემატკივრებს ხედავთ. ეს საზოგადოებისთვის ძალიან კარგი რამ არის და მოხარული ვარ აქ ყოფნით“, – განაცხადა დეგნანმა.

ღონისძიებას ესწრებოდა ზაზა ფაჩულიაც. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 20-მდე საკალათბურთო მოედნის გახსნა.

„ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რის გარშემოც შევიკრიბეთ „გალფთან“ ერთად და გადავწყვიტეთ საქართველოს მასშტაბით 20-მდე მოედანი გაგვეხსნა. ეს არის რიგით მეხუთე მოედანი“, – განაცხადა ფაჩულიამ.

დღესვე დაგეგმილია ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტის გახსნა და მისი ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება.

Post navigation

Previous: ირაკლი ბერაიას ატლანტაში, სავაჭრო პალატაში უმასპინძლეს
Next: რომელი კომპანიები დანერგავენ მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს საქართველოში, დღეს გახდება ცნობილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.