Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ბერაიას ატლანტაში, სავაჭრო პალატაში უმასპინძლეს

მარშალ პრესი 28/07/2023
ააა

ამერიკული მხარის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ატლანტაში, ქობის ოლქის სავაჭრო პალატაში. ქართველი დეპუტატები პალატაში გამართულ სხდომას დაესწრნენ, რის შემდეგაც სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას, ბიზნესის წარმომადგენლებს და შტატის კანონმდებლებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია შეხვედრის მონაწილეებს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, საინვესტიციო გარემოზე, ამერიკული ბიზნეს წრეებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და უპირატესობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების, ტურიზმის, სამრეწველო, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სამთო-მოპოვებით, აგრარულ და სხვა სექტორებში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა ამ მიმართულებებით საქართველოს უდიდეს პოტენციალს, აგრეთვე აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საჭიროებას.

ამერიკელი პარტნიორების მხრიდან აღინიშნა საქართველოს ეკონომიკის სექტორების მიმართ დაინტერესება, განსაკუთრებით ჯორჯიის შტატის გუბერნატორის ბრაიან კემპის საქართველოში ვიზიტის და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ორგანიზებით გაიმართა. მასში გვარდიის წარმომადგენლები და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ნიკა მელია: ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა სადაც გაითიშება, იქ სხდებიან, ეგ ხდება ახლა, ოღონდ – პოლიტიკაში
Next: ოზურგეთში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.