Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „კოკა-კოლის“ სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, საქართველო-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე, როგორც ჩანს, სარგებლობს ამ შეღავათით

მარშალ პრესი 28/07/2023
ეკა სეფაშვილი

„კოკა-კოლის“ სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, საქართველო-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე, როგორც ჩანს, სარგებლობს ამ შეღავათით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ხალხისგან უხერხულია საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთთან ორმხრივ ვაჭრობაში.

„კოკა-კოლის“ სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, საქართველო-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე, როგორც ჩანს, სარგებლობს ამ შეღავათით. ასეთ ფონზე ცოტა არ იყოს უხერხულია ამ ადამიანებისგან საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება ორმხრივ ვაჭრობაში რუსეთთან, მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან არ შეიზღუდება, რადგან ეს არავითარ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, ხოლო საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

„კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ ამერიკულმა კომპანია „კოკა-კოლამ“ რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა საქმიანობა სრულად არ შეუჩერებია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებზეც, თემურ ჭყონია კი ირწმუნება, რომ არ იცის, როგორ ხვდება „კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე.

Post navigation

Previous: გიორგი მუმლაძე „კოკა-კოლის“ რუსულ ბაზარზე გაყიდვის შესახებ: თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი, ნებისმიერმა კომპანიამ, თუ ადამიანმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი
Next: ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.