Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი მუმლაძე „კოკა-კოლის“ რუსულ ბაზარზე გაყიდვის შესახებ: თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი, ნებისმიერმა კომპანიამ, თუ ადამიანმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი

მარშალ პრესი 28/07/2023
გიორგი მუმლაძე

თუ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს, ნებისმიერმა ორგანიზაციამ, კომპანიამ, თუ ადამიანმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ Coca-Cola რუსულ ბაზარზე იყიდება.

„ვარაუდის დონეზეც თუ ეს ასეა, ეს არის უმძიმესი ფაქტი“, – დასძინა მუმლაძემ.

„კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ ამერიკულმა კომპანია „კოკა-კოლამ“ რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა საქმიანობა სრულად არ შეუჩერებია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებზეც, თემურ ჭყონია კი ირწმუნება, რომ არ იცის, როგორ ხვდება „კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანი კრიტიკა დავიმსახურეთ მაშინ, როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ სანქციების მუშაობას აქვს გარკვეული პრობლემები. ახლა ვხედავთ, რომ ამაზე საუბრობენ თავადაც
Next: ეკა სეფაშვილი: „კოკა-კოლის“ სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, საქართველო-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე, როგორც ჩანს, სარგებლობს ამ შეღავათით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.