Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი ნად

საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა. ის განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. რეფორმის ძირითადი მიზანია საქართველოს ბაზარზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიული და დივერსიფიცირებული ინსტრუმენტების დანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა, კაპიტალის ბაზრის განვითარებას უფრო მეტი სტიმულირება და კონკრეტული ინსტრუმენტების შეთავაზება სჭირდება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს კაპიტალის ბაზრის მიმდინარე რეფორმასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„მასთან ერთად, ასოციაციის წევრების შეკითხვებს პასუხობდნენ სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე.

შეხვედრა გახსნა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. შეხვედრის ფარგლებში, გაკეთდა პრეზენტაცია კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გაჩენის მნიშვნელობაზე, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებსა და კაპიტალის სტიმულირება/მობილიზებაზე ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის. საუბარი შეეხო დამზოგველებსა და მსესხებლებს შორის ფინანსური შუამავლობის როლის მნიშვნელობას, ისევე როგორც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებსა და დივერსიფიცირებული დაფინანსების საკითხებს.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური კითხვები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: „კოკა-კოლის“ სათავო ოფისი გამოსულია რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ თემურ ჭყონია, რომელიც ამ ბიზნესითაა დაკავებული, საქართველო-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის საფუძველზე, როგორც ჩანს, სარგებლობს ამ შეღავათით
Next: საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.