Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანი კრიტიკა დავიმსახურეთ მაშინ, როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ სანქციების მუშაობას აქვს გარკვეული პრობლემები. ახლა ვხედავთ, რომ ამაზე საუბრობენ თავადაც

მარშალ პრესი 28/07/2023
მიხეილ სარჯველაძე

მნიშვნელოვანი კრიტიკა დავიმსახურეთ თუ გახსოვთ, მაშინ, როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების მუშაობას აქვს გარკვეული პრობლემები. ახლა ვხედავთ, რომ ამაზე საუბრობენ თავადაც, შესაბამისად ალბათ, ესეც მხედველობაში უნდა მიიღონ, როდესაც ასეთ გარემოებებს შეაფასებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ Coca-Cola რუსულ ბაზარზე იყიდება.

„რაც შეეხება შინაარსს, ვფიქრობ, რასაკვირველია ასე დგას საკითხი, რომ სანქციების გათვალისწინებით არიან კომპანიები, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ბაზარი, მაგრამ, ამას სერიოზული დარტყმის ეფექტი რუსეთის ეკონომიკაზე არ ჰქონია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Coca-Cola რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა საქმიანობა სრულად არ შეუჩერებია. თემურ ჭყონია კი ირწმუნება, რომ არ იცის, როგორ ხვდება Coca-Cola რუსულ ბაზარზე.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: ტურისტებს კი არ უნდა სდიო და საქართველოს ტერიტორიული დამოუკიდებლობის ფიცი-მტკიცი კი არ უნდა სთხოვო, არამედ პირდაპირ არ უნდა იყო ჩართული რუსეთის ხელშეწყობაში
Next: გიორგი მუმლაძე „კოკა-კოლის“ რუსულ ბაზარზე გაყიდვის შესახებ: თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი, ნებისმიერმა კომპანიამ, თუ ადამიანმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.