Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ტურისტებს კი არ უნდა სდიო და საქართველოს ტერიტორიული დამოუკიდებლობის ფიცი-მტკიცი კი არ უნდა სთხოვო, არამედ პირდაპირ არ უნდა იყო ჩართული რუსეთის ხელშეწყობაში

მარშალ პრესი 28/07/2023
ვოლსკი

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თავს მიიჩნევს ოპოზიციურ ფლანგზე დამკვიდრებულად, თავს მოვალედ თვლის, რომ საქართველო მუდმივად დაადანაშაულოს გარკვეულ ქმედებებში, შავი ხვრელის არსებობაში, მაშინ, როდესაც თავად უკრაინული გამოცემა მიუთითებს, თუ ვინ არღვევს შეთანხმებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ტურისტებს კი არ უნდა სდიო და საქართველოს ტერიტორიული დამოუკიდებლობის ფიცი-მტკიცი კი არ უნდა სთხოვო, არამედ პირდაპირ არ უნდა იყო ჩართული რუსეთის ხელშეწყობაში, მაშინ როდესაც სანქციებია გამოცხადებული მთელი რიგი მიმართულებებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე იყიდება. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ ამერიკულმა კომპანია „კოკა-კოლამ“ რუსეთის ბაზრიდან გასვლის ხმამაღალი პირობა დადო, თუმცა საქმიანობა სრულად არ შეუჩერებია. საუბარია კონკრეტულ ფაქტებზეც, თემურ ჭყონია კი ირწმუნება, რომ არ იცის, როგორ ხვდება „კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე.

Post navigation

Previous: დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნა-გამოყენების ფაქტზე 4 ადამიანი ამხილეს
Next: მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანი კრიტიკა დავიმსახურეთ მაშინ, როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ სანქციების მუშაობას აქვს გარკვეული პრობლემები. ახლა ვხედავთ, რომ ამაზე საუბრობენ თავადაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.