Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გახსოვთ, არაერთი საუბარი, თითქოს საქართველო იყო „შავი ხვრელი“, ეს რა თქმა უნდა, მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოხატულება იყო. დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი კობახიძე ქართული

ყველა სიღრმისეული შეფასებით დადასტურდა, რომ საქართველო არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.

„ყველა სიღრმისეული შეფასებით დადასტურდა, რომ საქართველო არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლას. თბილისში იყო ჩამოსული სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ევროპელებისა და ამერიკელებისგან და სიღრმისეული ანალიზით დაადგინა, რომ საქართველოში არ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან მკაფიო პოლიტიკა არჩეული, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ ამასთან ერთად, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. გახსოვთ, არაერთხელ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო იყო „შავი ხვრელი“ და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოხატულება იყო. დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. არცერთ შემთხვევაში არ ხდებოდა საქართველოს გამოყენება იმისათვის, რომ მომხდარიყო სანქციების გვერდის ავლა. იყო არაერთი მცდელობა სხვათა შორის და ესეც დამტკიცებულია, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ ეს ქმედებები არაერთხელ აღიკვეთა. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად დღესავით ნათელი“, – აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა – ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენ სანქციები რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, პირველივე წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 10%-ით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.