Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა – ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი კობახიძე

რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა და ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს – ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2004-2012 წლები, მათ შორის 2008 წელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა ბათუმში საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხებოდა.

„ჩვენ ხშირად ვიხსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომის დროს აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა და ყველაფერთან ერთად, ჩვენ ეს წარსულს ჩავაბარეთ. იგივე ადამიანები ოპოზიციის რიგებიდან ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა დააბრუნონ და ქვეყანას პრობლემა შეუქმნან, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა – ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ბათუმის პორტში მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებდენ საკრუიზო ლაინერის ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში შესვლას, სადაც რუსი ტურისტებიც იმყოფებიან.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გარდა იმისა, რომ არის ომის პარტია, პირველ რიგში ღალატის პარტიაა. ისინი იყვნენ მოღალატეობრივი ძალა ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე მოქმედებენ მოღალატეობრივი მოტივებით
Next: ირაკლი კობახიძე: გახსოვთ, არაერთი საუბარი, თითქოს საქართველო იყო „შავი ხვრელი“, ეს რა თქმა უნდა, მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოხატულება იყო. დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.