Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სანქციები რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, პირველივე წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 10%-ით

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი კობახიძე ქართული

ჩვენ სანქციები რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, პირველივე წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 10%-ით. ჩვენი ეკონომიკა დაკარგავდა მინიმუმ 2,5 მილიარდ დოლარს მარტო პირველ წელს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

მისი თქმით, დასავლეთი დღეში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს ვაჭრობს რუსეთთან.

„ჩვენი ექსპორტის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0,3 %, ეს არის რეალობა და ფაქტი, რაც შეეხება დასავლეთს, დღეში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს ვაჭრობს რუსეთთან. ასეთ დროს როდესაც საყვედურები გვესმის და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს რუსეთმა ჩვენი ვაჭრობის ხარჯზე ამოითქვა სული და ა.შ. ვხედავთ, რომ ეს არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები. სინამდვილეში ხდება რა, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა საკუთარ თავზე ზრუნავს, პირველ რიგში საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს და ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვაა. ჩვენ ამის გამო არ დავაწესეთ სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამასთან ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ სანქციები რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, პირველივე წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 10%-ით. ჩვენი ეკონომიკა დაკარგავდა მინიმუმ 2,5 მილიარდ დოლარს პირველ წელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავდა. ამას ითხოვდა ოპოზიცია, აქაც ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის დასჯას ითხოვდა. საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნები კიდევ ერთხელ უნდა გამოიტანოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: გახსოვთ, არაერთი საუბარი, თითქოს საქართველო იყო „შავი ხვრელი“, ეს რა თქმა უნდა, მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოხატულება იყო. დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი
Next: ირაკლი კობახიძე: დღეს რომ არ ყოფილიყო „რუსული კანონი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ ღალატს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.