Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გარდა იმისა, რომ არის ომის პარტია, პირველ რიგში ღალატის პარტიაა. ისინი იყვნენ მოღალატეობრივი ძალა ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე მოქმედებენ მოღალატეობრივი მოტივებით

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი კობახიძე4

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „ნაცმოძრაობა“ გარდა იმისა, რომ არის ომის პარტია, ის არის პირველ რიგში ღალატის პარტია. ისინი იყვნენ მოღალატეობრივი ძალა ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე მოქმედებენ სწორედ ამ მოღალატეობრივი მოტივებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში FARA-ს ახალ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ უბრალოდ თეორიულად წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდა. რა თქმა უნდა ასეთ პირობებში კანდიდატის სტატუსზე საუბარი ხომ ზედმეტია და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაცმოძრაობას“ სინამდვილეში არ სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ ყველაფრით [FARA-ს დოკუმენტებით] ხომ ცხადად დადასტურდა?! როდესაც შენ ითხოვ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, მათ შორის, რომ არ გინდა შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი. ეს ხომ ცხადზე უცხადესია და აქ არანაირი კითხვები არ არსებობს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „ნაცმოძრაობა“, გარდა იმისა, რომ არის ომის პარტია, ის არის პირველ რიგში ღალატის პარტია. ისინი იყვნენ მოღალატეობრივი ძალა ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე მოქმედებენ სწორედ ამ მოღალატეობრივი მოტივებით. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია ახსნა ის, რომ შენ ითხოვ საკუთარი ქვეყნის დასჯას. FARA-ს დოკუმენტებში პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ მათ [ლობისტებს] უნდა დაერწმუნებინათ სენატორები, ენტონი ბლინკენი, იმაში, რომ საქართველოს უნდა დასწესებოდა სანქციები, დასჯილიყო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა. ხელის გულზე დევს პირდაპირ ღალატი. ეს არის ღალატის ჩვეულებრივი ლუსტრაცია და ამაზე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დასკვნა უნდა გამოიტანოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში, ეს დადასტურდა FARA -ს დოკუმენტებით. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა – ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.