Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში, ეს დადასტურდა FARA -ს დოკუმენტებით. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი კობახიძე7

FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო საინტერესო. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ნაცმოძრაობა პირდაპირ ითხოვდა და ფულს იხდიდა საკუთარი ქვეყნის დასჯასა და დასანქცირებაში – ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს?, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის გვქონდა საუბარი ევროპარლამენტის რეზოლუციებზე და როდესაც ვაკრიტიკებდით რეზოლუციებს, ამას აფასებდნენ ევროპაზე თავდასხმად და ანტიდასავლურ განცხადებებს უწოდებდნენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს რეზოლუციები უსამართლო იყო. გაირკვა, რომ ამის უკან, გარდა სხვა რაღაცებისა, მდგარა ფულიც. ასევე ძალიან მძიმე იყო აშშ-ის საელჩოს კონკრეტული წარმომადგენლის გვარის გაჟღერება – FARA-ს დოკუმენტებში პირდაპირ მითითებულია საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ამაზე დაისვა კითხვები და პასუხები ძალიან ბუნდოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: გივი დავითაშვილი: სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომელებიც სანქცირებული არიან, ფრენის ნებართვა არ გაიცემა
Next: ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გარდა იმისა, რომ არის ომის პარტია, პირველ რიგში ღალატის პარტიაა. ისინი იყვნენ მოღალატეობრივი ძალა ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე მოქმედებენ მოღალატეობრივი მოტივებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.