Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გივი დავითაშვილი: სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომელებიც სანქცირებული არიან, ფრენის ნებართვა არ გაიცემა

მარშალ პრესი 28/07/2023
გივი დავითაშვილი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის, გივი დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სანქცირებული რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის ნებართვა არ გაიცემა.

მისი თქმით, ფრენის ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ საჰაერო ხომალდებისთვის ფრენებზე, რომლებსაც მწარმოებლის მიერ დაწესებული აქვთ შეზღუდვები.

„სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ იმ რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც სანქცირებული არიან, კერძოდ, არიან ევროკავშირის შავ სიაში არიან შეყვანილი, ასევე იმ საჰაერო ხომალდებისთვის ფრენებზე, რომლებსაც მწარმოებლის მიერ დაწესებული აქვთ შეზღუდვები, ფრენის ნებართვა არ გაიცემა“, – განაცხადა გივი დავითაშვილმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა. აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით კლუბის წევრებს საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია ჩამოიყვანს.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „აქტობეს,“ ყაზახი ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ქუთაისის ტორპედოს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან, საქართველოში დილით, ყაზახურმა ავიაკომპანიამ ჩამოიყვანა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: კოლექტიური ნაცმოძრაობა ომისა და ღალატის პარტიაა – მათ ჰქონდათ დავალება, რომ საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი
Next: ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში, ეს დადასტურდა FARA -ს დოკუმენტებით. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.