Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ო’ბრაიენის განცხადებაზე: იმ ნაწილში, სადაც მათ აქვთ გარკვეული კითხვები, ჩვენ ვთავაზობთ, ჩამობრძანდნენ, ერთად გავაკეთოთ მონიტორინგი, რომ ეს კითხვები და ეს აღქმები აღარ ჰქონდეს არავის

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებებს აფასებს.

მისივე თქმით, თუ რაიმე კითხვები არსებობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, სჯობს ერთობლივი მონიტორინგის შედეგად გაირკვეს.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ ობიექტური, სამართლიანი დასკვნისთვის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით გახმოვანდა სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ანგარიშში. იმ ნაწილში, სადაც მათ აქვთ გარკვეული კითხვები, ჩვენ ვთავაზობთ, ჩამობრძანდნენ, ერთად გავაკეთოთ მონიტორინგი, რომ ეს კითხვები და ეს აღქმები აღარ ჰქონდეს არავის“, – განაცხადა ზარქუამ.

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ ბრაიანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ომთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში გადაზიდვა.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა: დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია ჩამწკრივდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში წავუკითხო ხმამაღლა, ხაბეს ვუთარგმნით
Next: ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დეკემბერში საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.