Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დეკემბერში საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი კობახიძე

ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დეკემბერში საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებდა შარშანაც, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული.

„უკვე ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დეკემბერში საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, აქ იგულისხმება მათ შორის 12 პუნქტის შესრულება. ივნისის ჩათვლით ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი და ეს დავადასტურეთ ჩვენ იმ პრეზენტაციით, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. რაც შეეხება სანქციების გვერდი ავლას, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს აქვს სათანადო პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის პრიორიტეტებს ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, საქართველო ყველანაირად მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამისთვის ჩვენ მზად ვიყავით შარშანაც, უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და აქ სიღრმეში აღარ მინდა შევიდე. დეკემბერში ჩვენ ყველა თვალსაზრისით გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მიღება, როგორც 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით, ასევე ზოგადი სურათის კუთხით. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საბოლოოდ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა ო’ბრაიენის განცხადებაზე: იმ ნაწილში, სადაც მათ აქვთ გარკვეული კითხვები, ჩვენ ვთავაზობთ, ჩამობრძანდნენ, ერთად გავაკეთოთ მონიტორინგი, რომ ეს კითხვები და ეს აღქმები აღარ ჰქონდეს არავის
Next: ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ არიან სუბიექტები, რომლებიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პრობლემებს ქმნიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.