Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია ჩამწკრივდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში წავუკითხო ხმამაღლა, ხაბეს ვუთარგმნით

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი ზარქუა

დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია რომ ჩამწკრივდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში წავუკითხო ხმამაღლა, ხაბეს ვუთარგმნით, რომ ყველამ გაიგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„ხაზგასმულია, რომ რეფორმები, რომელიც წამოიწყო სააქართველომ, დაგვირგვინდა ღირსეულად და ამის შედეგია სწორედ ის მაღალეკონომიკური ზრდა, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, თავისუფალი სავაჭრო ზონები, თავისუფალი ვაჭრობა მთელ რიგ რეგიონებთან. დიდი სურვილი მაქვს, ეს ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია ჩამწკრივდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში წავუკითხო ხმამაღლა, ხაბეს ვუთარგმნით, რომ ყველამ გაიგოს“, – განაცხადა ზარქუამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკური მდგრადობაზე, გატარებული რეფორმებზე, აგრეთვე პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკასა და მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში. ამასთან, საქართველო აღიარებულია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები კომპანიებს უადვილებს წვდომას უცხოურ ბაზრებზე.

Post navigation

Previous: მიხეილ დუნდუა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო დაახასიათა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, საინტერესო, პოპულარული მიმართულება ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისით
Next: ირაკლი ზარქუა ო’ბრაიენის განცხადებაზე: იმ ნაწილში, სადაც მათ აქვთ გარკვეული კითხვები, ჩვენ ვთავაზობთ, ჩამობრძანდნენ, ერთად გავაკეთოთ მონიტორინგი, რომ ეს კითხვები და ეს აღქმები აღარ ჰქონდეს არავის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.