Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო დაახასიათა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, საინტერესო, პოპულარული მიმართულება ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისით

მარშალ პრესი 28/07/2023
მიხეილ დუნდუა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო დაახასიათა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, საინტერესო, პოპულარული მიმართულება ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისით.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და პოზიტიური შეფასება.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო დაახასიათა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, საინტერესო, პოპულარული მიმართულება ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისით. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და პოზიტიური შეფასება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკური მდგრადობაზე, გატარებული რეფორმებზე, აგრეთვე პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკასა და მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში. ამასთან, საქართველო აღიარებულია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები კომპანიებს უადვილებს წვდომას უცხოურ ბაზრებზე.

Post navigation

Previous: ანდრია გვიდიანი: თუ ვინმე საქართველოსთვის ტალახის სროლას გადაწყვეტს და დაადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანა გამოყენებულია სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნით, კონკრეტული მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინოს
Next: ირაკლი ზარქუა: დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია ჩამწკრივდეს და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში წავუკითხო ხმამაღლა, ხაბეს ვუთარგმნით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.