Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: თუ ვინმე საქართველოსთვის ტალახის სროლას გადაწყვეტს და დაადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანა გამოყენებულია სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნით, კონკრეტული მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინოს

მარშალ პრესი 28/07/2023
ანდრია გვიდიანი1

თუ ვინმე საქართველოსთვის ტალახის სროლას გადაწყვეტს და დაადანაშაულებს იმაში, რომ საქართველო თურმე არის გამოყენებული სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნით, ვისურვებდი, რომ ამას კონკრეტული მტკიცებულებებიც მოჰყვეს. თუმცა, ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„სანქციების ჯგუფმა, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, დაადასტურა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის გადაზღვევის თვალსაზრისით. შესაბამისად, აქ კითხვები ვფიქრობ აღარ რჩება. ამით ყველაფერზე პასუხი გაცემულია. გარდა ამისა სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კვლევა, სადაც ერთ მუხლად ნათლად არის მითითებული, რომ საქართველო სანქციების დაცვის კუთხით არის სამაგალითო ქვეყანა“, – აღნიშნა გვიდიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არცერთი ფაქტი სანქციების გვერდით ავლასთან დაკავშირებით არ არსებობს. „რაც მოვისმინეთ და გვესმის ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს იმიჯისა და რეპუტაციის დამაზიანებელი განცხადებები, ყველაფერი უსაფუძვლოა და აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საქართველოსთვის ტალახის სროლას გადაწყვეტს და დაადანაშაულებს იმაში, რომ საქართველო თურმე არის გამოყენებული სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნით, ვისურვებდი, რომ ამას კონკრეტული მტკიცებულებებიც მოჰყვეს. თუმცა, ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს“,- განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ამდენად, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ერთი მხრივ კვლევა და მეორე მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადება არ ვიცი რას ემსახურება. აქ უფრო საქმე გვაქვს იმასთან, რომ ჩამოუყალიბებელია რა განცხადებები უნდა გაკეთდეს, დასკვნები დაიწეროს და შესაბამისად ეს რა საკვირველია იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობას და ბევრი ბუნდოვანება რჩება ამ საკითხთან დაკავშირებით.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან კარგია, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი არ იყო პროცესში ჩართული, თუმცა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ ლობისტების, რომლებმაც ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტს ტყუილი ინფორმაცია მიაწოდეს
Next: მიხეილ დუნდუა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო დაახასიათა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, საინტერესო, პოპულარული მიმართულება ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.