Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი – ჩინეთთან და ევროკავშირთან ერთდროულად გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უნდა შევძლოთ, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერ მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

მარშალ პრესი 27/07/2023
ბექა დავითულიანი

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და უნდა შევძლოთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერ მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთი არის ერთერთი მთავარი აქტორი თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად, საქართველოს პირველი პირის ჩინეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთის მხრივ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელებას – ევროკავშირთან დაახლოებას და მეორეს მხრივ, იმ პოტენციალის გამოყენებას, რასაც ჩვენი გეოგრაფია და გეოპოლიტიკური რეალიები გვაძლევს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში რეგიონში და მსოფლიოში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: ბექა დავითულიანი: თავმოყვარეობასთან რამდენად თავსებადია ნიკა მელიას ფუნქცია “ნაციონალურ მოძრაობაში”, მან უკვე დაადასტურა პირველივე დღეს, როცა სრულიად გაუგებრად გადაირჩიეს – იქ მის ადგილას ბევრი სხვა აღარ გაჩერდებოდა
Next: ნანა კაკაბაძე-რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, როდესაც აშშ-ს დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.