Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე-რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, როდესაც აშშ-ს დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას

მარშალ პრესი 27/07/2023
ნანა კაკაბაძე

რადგან დოკუმენტი არ არსებობს, ვერავინ დაამტკიცებს აიღო თუ არა ამაში რაიმე თანხა აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა, მაგრამ აშშ-ს საელჩოსგან სიცრუედ იმის გამოცხადება, რომ თბილისში მდებარე მათი საელჩოს თანამშრომელი ეხმარებოდა სააკაშვილის ლობისტებს კონკრეტული შეხვედრების დაგეგმვაში, სწორედ ამის უარყოფა არის მტკნარი სიცრუე, რასაც FARA ს თანდართული დოკუმენტიც ადასტურებს- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კაკაბახე აღნიშნავს აშშ-ს საელჩო ისევ იტყუება. “აშშ ს საელჩო ისევ იტყუება! აშშ-ის ხელისუფლებამ თბილისიდან და ვაშინგტონიდან შემოუტია საქართველოს ხელისუფლებას, თითქოს ჩვენი „ზოგიერთი მედიასაშუალება და პოლიტიკოსი დეზინფორმაციას ავრცელებს“ იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი ეხმარებოდა სააკაშვილის ლობისტებს კონკრეტული შეხვედრების დაგეგმვაში, რაშიც თითქოს მათ მიიღეს თანხა ლობისტური ფირმებისგან. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, როდესაც აშშ-ს დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც შავით თეთრზე მითითებულია: 2023 წლის 6 მარტს, მიხეილ სააკაშვილის ლობისტების მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით დაგეგმილია იმის მიღწევა, რომ პოლონეთმა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა მათ სასწრაფოდ დაუშვან პოლონელი ექიმები, რომლებიც შეაფასებენ ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაადგენენ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის ჩატარებას. 2023 წლის 8 მარტს ლობისტების მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით დაგეგმილია მაგნიტსკის სიის სტატუსის განხილვა და იმჟამად ნიუ იორკში მყოფ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მოწყობა, რათა მიღწეულ იქნას მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ორივე ამ ქმედების განმახორციელებელ პირად დასახელებულია ევან ელიოტი, საქართველოში მდებარე აშშ-ს საელჩოდან, ხოლო კომუნიკაციის საშუალებად დასახელებულია სატელეფონო ზარი. ინფორმაციაში მითითებული არ არის, ამის შემდეგ რა ქმედება განახორციელა აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ვინმე ევან ელიოტმა, აიღო თუ არა თანხა ამაში, მაგრამ ხომ აშკარაა და ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რაც ამ დოკუმენტში წერია.ასევე ლობისტებისა და საელჩოს წარმომადგენლის ევან ელიოტის თანამშრომლობის ფაქტად შეიძლება შეფასდეს პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში. ამჯერადაც რომ არ თქვას საელჩომ, ეს რუსული ინფორმაციიაო (როგორც FARA) გამოაცხადეს რუსულ კანონად, აქვე მოვიყვანთ ინგლისურ ორიგინალს, საიდანაც ამოღებულია ეს ინფორმაცია. ვიმეორებთ, რადგან დოკუმენტი არ არსებობს, ვერავინ დაამტკიცებს აიღო თუ არა ამაში რაიმე თანხა აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა, მაგრამ აშშ-ს საელჩოსგან სიცრუედ იმის გამოცხადება, რომ თბილისში მდებარე მათი საელჩოს თანამშრომელი ეხმარებოდა სააკაშვილის ლობისტებს კონკრეტული შეხვედრების დაგეგმვაში, სწორედ ამის უარყოფა არის მტკნარი სიცრუე, რასაც FARA ს თანდართული დოკუმენტიც ადასტურებს”- წერს ნანა კაკაბაძე.

Post navigation

Previous: ბექა დავითულიანი – ჩინეთთან და ევროკავშირთან ერთდროულად გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უნდა შევძლოთ, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერ მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება
Next: მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებაზე- ვერანაირი თეორიული გათვლითაც კი, ჯამურად ვერ უახლოვდებიან იმ შედეგს, რაც დღეს აქვს რეიტინგში „ქართულ ოცნებას“, ამიტომ, მათი ყველა მცდელობა საბედნიეროდ იქნება უშედეგო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.