Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: თავმოყვარეობასთან რამდენად თავსებადია ნიკა მელიას ფუნქცია “ნაციონალურ მოძრაობაში”, მან უკვე დაადასტურა პირველივე დღეს, როცა სრულიად გაუგებრად გადაირჩიეს – იქ მის ადგილას ბევრი სხვა აღარ გაჩერდებოდა

მარშალ პრესი 27/07/2023
ბექა დავითულიანი

თუ ვისაუბრებთ იმ თვალსაზრისით, თავმოყვარეობასთან რამდენად არის თავსებადი მისი ფუნქცია “ნაციონალურ მოძრაობაში”, მე მგონი, მან უკვე დაადასტურა პირველივე დღეს, როცა კორექტულად რომ ვთქვა, სრულიად გაუგებრად გადაირჩიეს. იქ მის ადგილას ბევრი სხვა აღარ გაჩერდებოდა, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ რჩება ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობაში”, პარტიის მენეჯმენტთან არსებული დაპირისპირების ფონზე. როგორც დავითულიანმა განმარტა, “ნაციონალური მოძრაობა” ისეთი პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომლიდან გამოსული ადამიანიც სხვა კონტექსტში ვერ ახერხებს ოპერირებას. შესაბამისად, მისი თქმით, დაპირისპირების მიუხედავად, მელიაც სწორედ ამიტომ რჩება პარტიაში. “როგორც ჩანს “ნაციონალური მოძრაობა” არის ის დაჯგუფება, სადაც ისეთია ვირუსი, რომ მის ფარგლებს გარეთ ოპერირება ადამიანს, პოლიტიკოსს აღარ შეუძლიაროცა იქ არის ნამყოფი. “ნაციონალური მოძრაობა” ნამდვილად არის პოლიტიკური კეთროვანების ორგანიზაცია, რომლიდან გამოსული ადამიანიც სხვა კონტექსტში უბრალოდ ვეღარ არსებობს როგორც პოლიტიკოსი.” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: ვატო შაქარიშვილი : ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა მოაქვს მშვიდობას და სტაბილურობას და არა სტატუსს
Next: ბექა დავითულიანი – ჩინეთთან და ევროკავშირთან ერთდროულად გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უნდა შევძლოთ, ეს პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ. პრემიერ მინისტრის ჩინეთში ვიზიტი ამისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.