Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკული რუსული კანონი FARA-ს დახმარებით ისიც კი შევიტყვეთ, თუ როგორ იცავდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, სულ რაღაც 11 ათას 559 დოლარად

მარშალ პრესი 25/07/2023
დავით ქართველიშვილი

„მეოთხე პრეზიდენტმა ილფისა და პეტროვის „ოქრო კერპი“ და მისი პერსონაჟი, შურა ბალაგანოვი გამახსენა . აი გამილიონერებული ოსტაპ ბენდერი რომ იპოვის სადგურის დარბაზში ამ გაბომჟებულ შურას, აჭმევს, ასმევს და შეეკითხება, – შურა, სრული ბედნიერებისათვის რამდენი გეყოფაო? პასუხად კი მიიღებს: „ასი რუბლი!“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს თითქმის 12 ათას დოლარად იცავდა.

„ამერიკული რუსული კანონ FARA-ს დახმარებით ისიც კი შევიტყვეთ, თუ როგორ იცავდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს სულ რაღაც 11 ათას 559 დოლარად. როგორი მოკრძალებული „უანგარობაა“ ამ თანხაში, როგორი კოლეგიალური გვერდში დგომა…

მეოთხე პრეზიდენტმა ილფისა და პეტროვის „ოქრო კერპი“ და მისი პერსონაჟი, შურა ბალაგანოვი გამახსენა . აი გამილიონერებული ოსტაპ ბენდერი რომ იპოვის სადგურის დარბაზში ამ გაბომჟებულ შურას, აჭმევს, ასმევს და შეეკითხება, – შურა, სრული ბედნიერებისათვის რამდენი გეყოფაო? პასუხად კი მიიღებს: „ასი რუბლი!“. არა, ვერ გამიგეო, – უთხრა ოსტაპმა – ახლა კი არა, საერთოდ, სრული ბედნიერებისათვის, აი, კარგად რომ იგრძნო თავი ამ წუთისოფელშიო. ბალაგანოვი დაფიქრდება და ეტყვის: ექვსი ათას ოთხასი მანეთიო!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: “ხალხის ძალის“ წარმომადგენელი კონფერენციაში „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მონაწილეობს
Next: საქართველოში არ მიგვაღებინეს, მაგრამ იმავე კანონით ამერიკიდან ვიგებთ, თუ ვინ არიან უცხო ქვეყნის აგენტები ჩვენთან“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.