Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ხალხის ძალის“ წარმომადგენელი კონფერენციაში „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მონაწილეობს

მარშალ პრესი 25/07/2023
ეკა სეფაშვილი

საქართველოში მიმდინარეობს კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, რომელშიც მონაწილეობს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, პარლამენტის დეპუტატი ეკა სეფაშვილი.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით ტარდება.

მასში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ.

კონფერენციის თემაა საქართველოს მიერ ევროკავშირისგან მიღებული 12 რეკომენდაციის შესრულება, ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმები, რაზეც საქართველოს პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართება.

Post navigation

Previous: მიშას გათავისუფლება იქნება, აგრესია ხელისუფლების მიმართ თუ რაიმე ამბოხი, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას
Next: ამერიკული რუსული კანონი FARA-ს დახმარებით ისიც კი შევიტყვეთ, თუ როგორ იცავდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, სულ რაღაც 11 ათას 559 დოლარად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.