Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის – გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება

მარშალ პრესი 22/07/2023
მიხეილ ყაველაშვილი

„კითხვა შემდეგში მდგომარეობს: სააკაშვილის ოჯახს იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტს დაუკვეთოს მხარდაჭერა, ევროპარლამენტარებს შეუკვეთოს რეზოლუცია და ა.შ.?“, – ამის შესახებ „დიდ გადაცემაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი არ გაჩერებულა.

„ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის – გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება. კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: სააკაშვილის ოჯახს იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტს დაუკვეთოს მხარდაჭერა, ევროპარლამენტარებს შეუკვეთოს რეზოლუცია და ა.შ? როცა გლობალური ომის პარტიაზე ქილიკობენ, ეგ ძალაა, რომელიც ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს. სააკაშვილი აქ მთავარი ფიგურა კი არ არის, ჭანჭიკია. საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, რაში და ვის გადაუხადა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მზად უნდა იყოს -სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი არ გაჩერებულა. ერთადერთი რამ, რითაც ამას წინააღმდეგობას გავუწვეთ, საზოგადოების ინფორმირებულობაა.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ხალხის ძალამ“, პირველ ეტაპზე ეს როლი შევასრულეთ – საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით, რითაც ხდებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოება მანიპულაციების ქვეშ აღარ ექცეოდა
Next: მათ სურთ, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს – მიხეილ ყაველაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.