Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათ სურთ, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს – მიხეილ ყაველაშვილი

მარშალ პრესი 22/07/2023
ყაველაშვილი

„მიშას ვერ ცვლიან, ახლა ახალი ფიგურის მონახვას დიდი რესურსი სჭირდება, რომ მასზე გადაერთოს მთლიანად მათი ელექტორატი – ეს არ გამოვა. აქ ჰყავთ ხაბეიშვილი, რომ მასზე ვიქილიკოთ, ირბინოს, იაროს, იხტუნაოს – ოღონდ მიშას ფრთის ქვეშ უნდა იყოს“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს,ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი რეალურად მიშას საქმეს.

„ქვეყანაში არეულობის დროს რომ ოპოზიციას ხელმძღვანელობდეს ხაბეიშვილი, მაგაზე რატომ დებენ ფსონს? ეს არის გასაშიფრი იმიტომ, რომ ის ხომ ყველაფერზე წამსვლელია. მათ სურთ, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და წითელი ხაზი გაისვას, სწორედ ხაბე უნდა შეეწიროს ამ ყველაფერს – შესაძლოა ეს გათვლაა.

რამდენჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა (ხან ხუმრობით, ხან სერიოზულად) – მე ვარ „გლობალური ომის პარტია“, რატომ უნდა მინდოდეს დეგრადირებული ხალხის წარმოჩენა, როდესაც ვიცი, რომ საზოგადოებაში პულსი არ ესინჯებათ.

მარტის აქციების დღეებში ხომ დაინახეს, ხალხმა ტრიბუნიდან ჩამოაგდო, მათივე მხარდამჭერებმა. ისევ ასეთ ადამიანზე რომ გააკეთებ აქცენტს, ე.ი რაღაც სხვა გინდა. არ გინდა შენი ძალა მოდიოდეს, რომელიც დაგემორჩილება, ოღონდ ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და შენ ფსონს დებ ამ ხალხზე. მანდ გაუგებრობაა. ეს ხალხი იმის იქით აღარ ფიქრობს. მიშას ვინც ოდნავ ემიჯნებოდა, ეს იყო მელია, რომელიც ეგრევე ჩაანაცვლეს და გააბანძეს.

ე.ი. რა არის მანდ მთავარი მიშაა ისევ, უნდათ ვინმე ვისაც პრეტენზია არ ექნება, რომ მიშაა მთავარი. მე მგონი ვანო და კეზერაშვილი აკეთებს მიშას საქმეს. მიშა არის მთავარი ფიგურა, რადგან მას ვერავინ ვერ სჯობს – ფაქტია. მიშას ვერ ცვლიან, ახლა ახალი ფიგურის მონახვას დიდი რესურსი სჭირდება, რომ მასზე გადაერთოს მთლიანად მათი ელექტორატი – ეს არ გამოვა. აქ ჰყავთ ხაბეიშვილი, რომ მასზე ვიქილიკოთ, ირბინოს, იაროს, იხტუნაოს – ოღონდ მიშას ფრთის ქვეშ უნდა იყოს. ფაქტია, ყველა ამას აკეთებს. ეს პროცესი უნდა იყოს მანამდე, ვიდრე მიშა არ გამოვა, მის გაცოცხლებამდე, ჯანზე მოყვანამდე ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. ესენი უნდა დარბოდნენ. ვინმე წონიანი ფიგურა არ შეიძლება იყოს. ვისაც ოდნავი ამბიცია ჰქონდა, ამიტომაც გავიდნენ პარტიიდან დეკანოიძე, გოცირიძე. როდესაც დაინახეს ეს პროცესი მიდის, ჩათვალეს რომ იქ უკვე ზედმეტი იყო მათი ყოფნა“, -განაცხადა ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის – გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება
Next: უკეთურობაა, როცა შენს ქვეყანას ებრძვი, აფერხებ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მტრის ხატს ქმნი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენი სამშობლოსგან, ამ მიზნით ჩააგდეს კანონი, რომ სახელმწიფოს უფრო ღრმად არ ჩაეხედა ამ საქმეებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.