Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ხალხის ძალამ“, პირველ ეტაპზე ეს როლი შევასრულეთ – საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით, რითაც ხდებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოება მანიპულაციების ქვეშ აღარ ექცეოდა

მარშალ პრესი 22/07/2023
გურამ მაჭარაშვილი

„პირველ რიგში, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღეში, 28 ივლისს შესრულდება ერთი წელი, რაც დაფუძნდა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მაჭარაშვილმა თქმით, „ხალხის ძალამ“ ერთი წლის მანძილზე საზოგადოების ინფორმირებისთვის ყველაფერი გააკეთა და ამ გზის გაგრძელებას აპირებს მომავალშიც.

„პირველ რიგში, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღეში, 28 ივლისს შესრულდება ერთი წელი, რაც დაფუძნდა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა „ხალხის ძალამ“. რომ გადავხედოთ იმ განცხადებებს, რასაც ვაქვეყნებდით, სამწუხაროდ, ყოველთვიურად ხდებოდა ამის ახდენა, ანუ ხდებოდა ზუსტად ისე, რასაც ჩვენ ვამბობდით.

ნოემბერში ვამბობდით, რომ ვასალური დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში არ შეიძლება, მერე ალაპარაკდა იგივე თემაზე მაკრონი, ალაპარაკდა თურქეთის პრეზიდენტი. მეორე ფრონტზე ვამბობდით, რომ გვაძალებდნენ, შემდეგ ალაპარაკდნენ თავად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ა.შ.

ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „ხალხის ძალამ“, პირველ ეტაპზე ეს როლი შევასრულეთ – საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით, რითაც ხდებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოება მანიპულაციების ქვეშ აღარ ექცეოდა, რასაც არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედანაც ჰქონდა ადგილი. ასე გაგრძელებას ვაპირებთ მომავალშიც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სააკაშვილის ლობიზმი ხომ დანაშაულია ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი დანაშაულია მონაწილეობა მიიღო იმ ლობიზმში, რომელიც საქართველოს დასანქცირებას ითხოვს
Next: ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის – გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.