Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ოჯახს ისევ შეეძლება, რომ ჩამოიყვანოს უცხოელი ექიმი, თუმცა პოლონელი მედიკოსების ამ ჯგუფთან თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება, რადგან ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო

მარშალ პრესი 20/07/2023
რატი ბრეგაძე

ჩვენ ველოდით უფრო მეტს და რბილად რომ ვთქვათ ამ განცხადების შინაარსს არ ვეთანხმებით, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედში“ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებას.

„მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლონელი ექიმის სრულად გაუგებარი ქცევის გამო, მაგრამ ჩვენ ვერ ვიხილეთ ვერცერთი სიტყვა, რომელიც იქნებოდა ბოდიშის ან წუხილის შემცველი. ეს იყო უკმაყოფილების გამომხატველი [განცხადება[ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომელმაც გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს მხოლოდ არალეგალურად მოპოვებული ნიმუშის და შემდგომ მისი ფეხსაცმლით გატანის მცდელობის ამსახველი ფაქტი“, – აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე – გადაიხედება თუ არა ამ ექიმებთან თანამშრომლობის საკითხი, რატი ბრეგაძე ასე პასუხობს:

„თანამშრომლობას რაც შეეხება, ეს არის ორმხრივი, ცალმხრივი მეგობრობა და თანამშრომლობა არ არსებობს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, დავრჩით ჩვენი პირობის ერთგული და მათ შორის პოლონეთის საელჩოს რეკომენდაციით შევუშვით ეს ექიმები მსჯავრდადებულთან, თუმცა მათი მხრიდან არ იყო სათანადოდ გადმოდგმული ნაბიჯი და შესაბამისად, ამ ექიმის შემდგომ დაშვებაზე მათი თხოვნა ჩვენი მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება. თუმცა, ჩვენ ვრჩებით პირობის ერთგული, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ გასულ წელს, რაც შეეხებოდა სააკაშვილისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მას ჩამოეყვანა საქართველოში მისთვის სასურველი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამიერიდან ოჯახს ისევ ექნება შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ უცხოელი ექიმი, თუმცა ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება, რადგან მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა და ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ისევე სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
Next: რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფება საიმედო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკა „ვივამედში“ და მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო გაძლებისა და ამდენი შეურაცხყოფის ატანისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.