Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფება საიმედო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკა „ვივამედში“ და მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო გაძლებისა და ამდენი შეურაცხყოფის ატანისთვის

მარშალ პრესი 20/07/2023
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი Live“ „ვივამედის“ ექიმებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ, საჯაროდ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ შეურაცხყოფის ატანა უწევთ, თუმცა, მრავალგზის დადასტურდა, რომ სამუშაოს მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმჯობესია ყოველთვის მედიკოსებმა ისაუბრონ, რადგან ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, მერე გახდება კრიტიკის საგანი. ის [სააკაშვილი] იმყოფება საიმედო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკა „ვივამედში“ და მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო გაძლებისთვის, პირველ რიგში ამდენი შეურაცხყოფის ატანისთვის და იმისთვის, რომ ისინი მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას და ეს უკვე მრავალგზის დადასტურდა. პოლონელ ექიმებსაც სხვათა შორის არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია ჩატარებულ მკურნალობასთან, როგორც ექიმებმა განაცხადეს“, – აღნიშნა მინისტრმა და განმარტა, რომ როდესაც ექიმებისგან იქნება რეკომენდაცია, სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ოჯახს ისევ შეეძლება, რომ ჩამოიყვანოს უცხოელი ექიმი, თუმცა პოლონელი მედიკოსების ამ ჯგუფთან თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება, რადგან ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო
Next: რატი ბრეგაძე „ნაცმოძრაობაზე“: მათ საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა დაამკვიდრეს. არც ეს არის საიდუმლო, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“ შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.