Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

მარშალ პრესი 20/07/2023
შეხვედრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, ლესლი ბირმან ლამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარი შეეხო როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და მუნიციპალური განვითარების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები.

მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესზე, რასაც ლესლი ბირმან ლამმა მაღალი შეფასება მისცა.

შეხვედრის მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამილ ბოუმედი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მოწესრიგებას, ამიტომაც ატყდა ასეთი პანიკა საქართველოში, როდესაც შევეცადეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას
Next: რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ოჯახს ისევ შეეძლება, რომ ჩამოიყვანოს უცხოელი ექიმი, თუმცა პოლონელი მედიკოსების ამ ჯგუფთან თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება, რადგან ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.