Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ორლესულ ხმალზე ვართ: ერთი მხრივ, გვინდა ნატოს წევრობა, მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს ამისათვის ხელის შეშლას

მარშალ პრესი 17/07/2023
ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს ნატოსთან თავსებადობა ეჭვგარეშეა. ველოდებით ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ურუგვაულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„გვესმის, რომ ომის დასრულებამდე ნატოში გაწევრიანება არ მოხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ვილნიუსის სამიტზე რაიმე წინსვლას არ ველოდით. არ ვიტყოდი, რომ სამიტის შემდეგ უფრო შორს ვართ-მეთქი, მაგრამ არც უფრო ახლოს ვართ. ასეც კი, ხაზგასმით უნდა ითქვას, ნატოში ინტეგრაციის კუთხით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გვაქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის. ჩვენი შეიარაღებული ძალების 85%-ზე მეტი მსახურობდა ნატოს სხვადასხვა მისიაში ავღანეთში, ერაყში თუ სხვაგან. საქართველოს ნატოსთან თავსებადობა ეჭვგარეშეა. ველოდებით ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. უკან თუ მივიხედავთ, საქართველო და უკრაინა ადრე რომ მიეღოთ ნატოში, ამ ორი ქვეყნიდან არცერთში ომი არ იქნებოდა. მაგრამ ახლა, კონფლიქტების გამო, პრაქტიკულად არ ვართ წევრები. ჩვენ ორლესულ ხმალზე ვართ: ერთი მხრივ, გვინდა წევრობა, მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს ამისათვის ხელის შეშლას“, – აცხადებს სამხარაძე.

Post navigation

Previous: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ამას მოწმობს ეს შეკრება. რაც არ უნდა დანაწევრდეს პრიგოჟინის პარტია, საბოლოო ჯამში ისევ აეწყობა და ერთი გენეალოგიური ხე იქნება
Next: ნიკოლოზ სამხარაძე: თუ გადახედავთ რუსეთის ისტორიას საუკუნეების განმავლობაში, ნახავთ, რომ არც ისეთი იოლია, რუსები შეაკავო მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.