Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ამას მოწმობს ეს შეკრება. რაც არ უნდა დანაწევრდეს პრიგოჟინის პარტია, საბოლოო ჯამში ისევ აეწყობა და ერთი გენეალოგიური ხე იქნება

მარშალ პრესი 17/07/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ერთი მხრივ, კარგია ეს ამბავი, საზოგადოება ხედავს, ვისთან აქვს საქმე ოპოზიციის სახით”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ მხოლოდ ერთი გზა დარჩენია – არეულობის მოწყობა ქვეყანაში. ამიტომაც იკრიბებიან ისინი და გეგმავენ მსგავს სქემებს.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ამას მოწმობს ეს შეკრება. რაც არ უნდა დანაწევრდეს პრიგოჟინის პარტია, საბოლოო ჯამში ისევ აეწყობა და ერთი გენეალოგიური ხე იქნება. მათ კარგად იციან, რომ არც ცალ-ცალკე და არც ერთიანად საზოგადოება არ ენდობა და არათუ უმრავლესობაში, შეიძლება, ოპოზიციაშიც არ მოუშვან. ამიტომ დარჩათ ერთადერთი სქემა – არეულობა, გამოსვლები და მათი პატრონების გარედან პატრონების დახმარებით ხელისუფლებაში მოსვლა. ერთი მხრივ, კარგია ეს ამბავი, საზოგადოება ხედავს, ვისთან აქვს საქმე ოპოზიციის სახით. ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას ვარწმუნებთ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესწევს იმისი უნარი, ასეთი პოლიტიკური ჭინკებისგან დაიცვას სახელმწიფო. ეს აქამდეც არაერთხელ დაუმტკიცებია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

Post navigation

Previous: ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს ადამიანი, რომელმაც მათი იდეოლოგიური მრწამსი – ლიბერალური ფაშიზმი შუბით განგმირა და ოჯახური ფასეულობები ამ ქვეყნის ბაზისად გამოაცხადა
Next: ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ორლესულ ხმალზე ვართ: ერთი მხრივ, გვინდა ნატოს წევრობა, მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს ამისათვის ხელის შეშლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.