Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არა მგონია, ნიკა გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს

მარშალ პრესი 16/07/2023
ირაკლი კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციაში რაც უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა წამოიწევს წინა პლანზე, მით უკეთესი. არა მგონია, რომ ნიკა გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ გვარამიას სტრასბურგში ვოიაჟზე საუბრისას განუცხადა.

„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არაფერი აქვთ საერთო საქართველოსთან, მეგობრობასთან. სინამდვილეში ისინი მოქმედებენ სწორედ იმ ძალების კარნახით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რეალობა. სავარაუდოდ ამზადებენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად ან ერთ-ერთ ლიდერად. ესეც კარგია. რაც უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა წამოიწევს წინა პლანზე რადიკალურ ოპოზიციაში მით უკეთესი. არა მგონია, რომ გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს,

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო დამკვეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების დონეზე. ეს ევროპარლამენტარებიც გარკვეული ძალების ზემოქმედების ქვეშ არიან. საბოლოო ჯამში, არიან ძალები, რასაც ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარიას, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში ვითარება აირიოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია ასოცირდება მედიის წინააღმდეგ გალაშქრებასთან და წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები დაეზიანებინა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს თუ რაიმე სიბინძურე და ცილისწამება იყო, გვარამიასგან მოდიოდა. შეუძლებელია დღეს ის რადიკალურად შეიცვალოს და განსხვავებული ადამიანი წარსდგეს საზოგადოების წინაშე
Next: ანდრია ჯაღმაიძე: თითქოს ვიღაცას აქვს დავალება, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში თემა – ეკლესიის, სასულიერო პირების, პატრიარქის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში გამოჩენის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.