Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს თუ რაიმე სიბინძურე და ცილისწამება იყო, გვარამიასგან მოდიოდა. შეუძლებელია დღეს ის რადიკალურად შეიცვალოს და განსხვავებული ადამიანი წარსდგეს საზოგადოების წინაშე

მარშალ პრესი 16/07/2023
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არგუმენტი და ნარატივი იმის შესახებ, რომ გვარამიას გათავისუფლება პოლარიზაციის შემცირებას ისახავდა მიზნად, ევროპარლამენტში გვარამიას და ევროპარლამენტარების გამოსვლით გაქარწყლდა, სადაც გვარამია ხალხს აქტიურობისკენ და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

„ეს [გვარამიას შეწყალება] არის წახალისება პოლარიზაციის. ძალიან დამაზიანებელი და მძიმეა ასეთი განცხადებები თუნდაც ქმედებები კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან. [გვარამია] დაკავებული იყო ადამიანების გაშავებით, შეურაცხყოფით. მე შემიძლია საკუთარ თავზე ვისაუბრო და გავიხსენო ის საარჩევნო კამპანია, რომელიც მქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. თუკი რამე სიბინძურე, ცილისწამება მოდიოდა, ყველაფერი იყო ამ ადამიანისგან. შეუძლებელია უბრალოდ გვარამია დღეს რადიკალურად შეიცვალოს და განსხვავებული ადამიანი წარსდგეს საზოგადოების წინაშე“, – აცხადებს კალაძე „იმედის კვირასთან“ საუბარში.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: ირაკლი კობახიძე: არა მგონია, ნიკა გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.