Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: თითქოს ვიღაცას აქვს დავალება, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში თემა – ეკლესიის, სასულიერო პირების, პატრიარქის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში გამოჩენის

მარშალ პრესი 16/07/2023
ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს სასულიერო პირების, პატრიარქის და მისი მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენის კამპანია.

„ეს კამპანია არ შეწყვეტილა წლების განმავლობაში. თითქოს ვიღაცას აქვს დავალება, რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში თემა – ეკლესიის, სასულიერო პირების, პატრიარქის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ნეგატიურ ჭრილში გამოჩენის“, – განაცხადა ჯაღმაიძემ „იმედის კვირასთან“.

ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი აბსურდული შეტევები, როგორიც მაგალითად ცოტა ხნის წინ გაისმა ნიკა გვარამიას გადაცემიდან, თითქოს მეუფე შიო რუსეთის აგენტია, მასზე იმ დღიდან მიმდინარეობს, რაც პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა.

„მეუფე შიოს მდივანი არის ამერიკის მოქალაქე. 30 წელი ხელმძღვანელობდა მის მეუღლესთან ერთად „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მის მდივანს ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა, როგორი საფუძველი გახდებოდა იმის მტკიცების, რომ უეჭველი კავშირი არსებობს რუსეთთან და ამ შემთხვევაში კი ეს იგნორირებულია. მსგავსი აბსურდული შეტევები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მოსაყდრედ გამოარჩია პატრიარქმა და დაასახელა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: არა მგონია, ნიკა გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს
Next: გიორგი ამილახვარი უკრაინელი ბავშვების დახმარებაზე: პრაქტიკულად, შევქმენით პრეცედენტი, თუ როგორ უნდა დახვდე და უმასპინძლო შენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას მაშინ, როდესაც მას დიდი განსაცდელი აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.