Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პოლონელი ექიმების მოწვევასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას მე დავარქმევდი მხოლოდ ერთ სახელს – „თავისუფლება მიშას“

მარშალ პრესი 15/07/2023
მაკა ბოჭორიშვილი

რთულია ასახსნელია ექიმისგან მსგავსი ქცევა. თვითონ ფაქტს – პოლონელი ექიმების მოწვევასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას მე დავარქმევდი მხოლოდ ერთ სახელს, „თავისუფლება მიშას“, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოიხატა კეთილი ნება, რომ ეს მოთხოვნა თუ თხოვნა დაკმაყოფილებულიყო და პოლონელი ექიმები სააკაშვილთან შესულიყვნენ.

„თავად ფაქტი, რომ წინდებით მოახდინო კვლევის მასალის გამოტანა კლინიკიდან, აბსოლუტურად აბსურდული ქცევაა. განმარტება, რომ თურმე ის ყველაფერს წინდებში ინახავს, სასაცილოა და როგორ შეიძლება ეს სერიოზულად განვიხილოთ. მსგავსი საქციელი შეურაცხმყოფელია, არასერიოზული და ნამდვილად საჭიროა, მოვისმინოთ განმარტება. მე, როგორც საქართველოს ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაინტერესებს, რა იდგა ამ კონკრეტული ქმედების უკან და რას ემსახურებოდა ის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
Next: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ამიტომ შემოიპარა – მისი ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა – მაკა ბოჭორიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.