Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

მარშალ პრესი 15/07/2023
ღა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა – მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთისთვის განკუთვნილი ქვიშის მოედანი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 905 555 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოთხი სხვადასხვა დანიშნულების სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, განხორციელდა შიდა პერიმეტრზე ბეტონის საფარის ბილიკების დაგება, ტერიტორიის შემოღობვა, განათებების დამონტაჟება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
Next: მაკა ბოჭორიშვილი: პოლონელი ექიმების მოწვევასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას მე დავარქმევდი მხოლოდ ერთ სახელს – „თავისუფლება მიშას“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.