Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ამიტომ შემოიპარა – მისი ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა – მაკა ბოჭორიშვილი

მარშალ პრესი 15/07/2023
მაკა ბოჭორიშვილი

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ა,მიტომ გადაწყვიტა საქართველოში შემოპარვა. მისი საქართველოში ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის საპატიმროში წასასვლელად არ შემოსულა საქართველოში, ის ფიქრობდა რომ სცენაზე დადგებოდა და არა იქ, სადაც დღეს არის. მაგრამ ამ ყველაფრის უკან რაღაც მიზანი დგას ან რაღაცისთვის კეთდება ეს ყველაფერი და არის კითხვა – რა არის ეს და რატომ ასეთი ქმედებები. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ქართული სახელმწიფო ზიანდება, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია, რადგან კამპანია, რომელშიც უამრავი თანხა იხარჯება, რომ სააკაშვილის სახელით შეურაცხყონ საქართველო და ეს ადამიანი გამოყენებულია ამისთვის.

იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის საქართველოში ტრანსპორტირება მოხდა, მაშინ ყველა აქტიურად საუბრობდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, რუსეთი უკრაინაში აგრესიას განახორციელებს. ეს მოულოდნელი თემა აღარ იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ამ სიტუაციაში სააკაშვილის ტრანსპორტირება საქართველოში, მისი მცდელობა, რომ არჩევნების დროს რაღაც აერიათ – ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. მე არ ვიცი ამ მიზნებში თუ გეგმებში ვინ მონაწილეობს, მაგრამ ფაქტები ასე გვკარნახობს, რომ ამ ყველაფრის უკან კარგი ინტერესები არ დგას და ეს ინტერესები საქართველოს კეთილდღეობისკენ მიმართული არ არის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი: პოლონელი ექიმების მოწვევასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას მე დავარქმევდი მხოლოდ ერთ სახელს – „თავისუფლება მიშას“
Next: მაკა ბოჭორიშვილი: ჩემთვის სამწუხაროა იმის ყურება, როგორც ვითარდება უკრაინის დამოკიდებულება საქართველოსადმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.