Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

მარშალ პრესი 15/07/2023
ღარიბაშილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურში სრულად განახლდა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის პარკი და დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი.

„შენობებზე გამოიცვალა ვიტრაჟები, ფასადები განახლდა ენერგოეფექტური მასალებით, სკვერებში განახლდა საფეხმავლო ზოლი, დაიგო ქვაფენილი, დაემატა მწვანე ნარგავები, დამონტაჟდა სკამები და მოეწყო ერთი ღია ტიპის სცენა.

ამბროლაურში, პროგრამით გათვალისწიენბულ სამუშაოებს, ჯამში, 4, 088,919,75 ლარი მოხმარდა.

მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი; დაიდგა მხარის სახელწოდების აღმნიშვნელი ორენოვანი კონსტრუქცია; დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, სკამები და სხვა საბაღე ინვენტარი; დაიგო დეკორატიული ფილები, აგრეთვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: არის ეჭვი, რომ გარკვეულ პირებს ეშინიათ სააკაშვილი იტყვის იმას, თუ ვინ რა მიზნით შემოაგზავნა საქართველოში – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.