Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად გაკოტრებული, მინდა ვთქვა, განულებული, დეგრადირებული და ვხედავთ, როგორი ფრაგმენტირებულია, დაშლილია მთლიანად

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება რადას დეპუტატების მომართვას. ეს გასაგებია. ეს შემადგენელია ამ პროცესის და ამ პოლიტიკის. მათი მიზანი იყო ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა, მათ აწყობდათ და აწყობთ, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, დალაგებული მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავს, ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს, არამედ მათი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება სჭირდებათ ქვეყანაში, რომ რამენაირად რუსეთის ყურადღება გადაერთოს სხვა მიმართულებით, სხვა ფლანგებზე, სხვა ფრონტებზე, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად გაკოტრებული,

„დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად გაკოტრებული, მინდა ვთქვა, განულებული, დეგრადირებული და ვხედავთ, როგორი ფრაგმენტირებულია, დაშლილია მთლიანად. არავითარი ახსნა არ აქვს, თუნდაც, თქვენ ახსენეთ, აღარ მინდა გვარი ვახსენო. ესეც მორიგი ფაქტია, ადრეც ვამბობდით, რომ პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა ჩვენ წარმოდგენილი მათი კოორდინაციის. უკრაინის ხელისუფლების და სამწუხაროდ, ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის კოორდინაცია იკვეთებოდა და პირდაპირ ჩანს ეს ყველაფერი, ხელის გულზეა წარმოდგენილი. ამიტომ, ასევე კარგია რომ ახსენეთ, ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რის გამოც ქალბატონმა პრეზიდენტმა შეიწყალა გვარამია, იყო ის, რომ უნდა შემცირებულიყო ამით პოლარიზაცია. მე კითხვა მინდა დავუსვა, რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით ან შეხედეთ მის გამონათქვამებს, მის ჩართულობას, მის დესტრუქციულობას, პირიქით, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, უფრო გააღრმავებს, უფრო გააღვივებს პოლარიზაციას, ზიზღის რიტორიკა დაბრუნდება მათი მხრიდან და ის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც მათგან მომდინარეობს. ეს არის რეალობა და კიდევ რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, კიდევ მინდა გავიმეორო, ყველას მინდა მოვუწოდო, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ამ სიცრუისთვის, რომლითაც მათ ზიანი მიაყენეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და ვაჟკაცურად, ბოლომდე იყო
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გუნდი ძალიან ღირსეულად, ძალიან ძლიერად წარმოჩინდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.