ჩვენი ელჩი იყო, თითქმის, ბოლო ელჩიი, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომდე, რა თქმა უნდა, ვაჟკაცურად იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი, ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, „მთის დღეების” ფარგლებში, გამართულ საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა აღვნიშნო სინანულით ის ფაქტი, რომ სამწუხაროა, ჩვენი ელჩი, მეგობრებო, იცით კარგად, რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი დატოვეს და ჩვენი ელჩი იყო თითქმის, ბოლო ელჩი, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომდე, ვაჟკაცურად იცავდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ, ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი, ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა, მაშინ როცა ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო ამ პროცესში და პირდაპირ რუსეთის მხარე ეკავა, იმ ქვეყნებში ელჩები უკრაინას დღემდე ჰყავს – არ გამოუწვევიათ“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ელჩმა უკრაინა დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.
