Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გუნდი ძალიან ღირსეულად, ძალიან ძლიერად წარმოჩინდა

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი ღარიბაშვილი1

მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გუნდი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ძალიან ღირსეულად, ძალიან ძლიერად წარმოჩინდა ჩვენი ფეხბურთის ნაკრები, მინდა ჩვენს მაგარ ბიჭებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და ამ ძალიან ბევრი სიხარულისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურა, სტადიონები, განახლებული ბაზები დარჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

„ვფიქრობ ეს ყველაფერი რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურა, სტადიონები, განახლებული ბაზები დარჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს და გაიზრდებიან მომავალი თაობა და უფრო მაგრად გავიმარჯვებთ მომდევნო ჩემპიონატებზე, მადლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ოპოზიცია არის აბსოლუტურად გაკოტრებული, მინდა ვთქვა, განულებული, დეგრადირებული და ვხედავთ, როგორი ფრაგმენტირებულია, დაშლილია მთლიანად
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ფრენებზე: ჩვენ განვსაზღვრეთ და შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, როგორც მათი მფლობელები, ასევე კომპანიები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.