Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა

მარშალ პრესი 15/07/2023
გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კახეთის რეგიონში პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირიც გამართა.

შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილე – გიორგი ბუთხუზი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი – ზვიად ხარაზიშვილი ესწრებოდნენ.

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა. მთავარია არ არსებობს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები
Next: შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს პოლონელი ექიმის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.