Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს პოლონელი ექიმის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტზე

მარშალ პრესი 15/07/2023
შალვა პაპუაშვილი

გუშინ იუსტიციის მინისტრმაც მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს და მე იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს ამასთან დაკავშირებით, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმის მიერ მონაწილეობით მომხდარ ინციდენტს.

„ძალიან სამარცხვინო ინციდენტია. საერთოდ გაუგებარია, რა ქცევა იყო ეს. ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია იმ მდგომარეობას, რომ თუკი საჭირო იყო, რომ კიდევ ვინმე დარწმუნებულიყო, რომ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო სერვისებს იღებს, მიეცა ასეთი შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ეს ნდობა ბოროტად გამოიყენეს. ეს არ არის ჩვეულებრივი ჯგუფი, ეს გახლავთ პოლონეთის მთავრობასთან არსებული სპეციალური სამედიცინო ჯგუფი. როდესაც ან ნდობის და კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდება, ეს სამწუხაროა. გუშინ იუსტიციის მინისტრმაც მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს და მე იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს პაპუაშვილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

Post navigation

Previous: ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა
Next: პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.