Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

მარშალ პრესი 24/04/2022

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იყოს შეთავაზებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ევროპული მედიის მე-14 სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. აქვე, მან საკუთარი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებმაც კანდიდატურის მიღებამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს.

უკრაინული მედიის თქმით, ავსტრიული გამოცემა Heute აქვე შალენბერგის სიტყვებს ციტირებს, სადაც იგი ამბობს, რომ უკრაინა პრინციპში, არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ის მხარს დაუჭერდა უკრაინის სხვა გზას, ვიდრე სრულუფლებიანი წევრობაა.

მინისტრის პოზიციით, ასევე უნდა არსებობდეს სხვა მოდელები, გარდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა, ასეთია ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანება, ან უბრალოდ ასოცირების შეთანხმების არსებული დონის შენარჩუნება. შალენბერგმა უკრაინას მეტი მოქნილობისკენ და ევროპულ გაერთიანებასთან დაახლოების მექანიზმების ძიებისკენ მოუწოდა. თუმცა, აქვე მან დაუჭირა მხარი უკრაინასთან ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

Post navigation

Previous: მიხეილ ჩხენკელი – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იმედისა და მარადიული სიცოცხლის რწმენის სიმბოლოა
Next: მიხაილ პოდოლიაკი რუსეთს მარიუპოლთან დაკავშირებით „სპეცმოლაპარაკებებს“ სთავაზობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.