Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველას გილოცავთ აღდგომას და გისურვებთ, ეს დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი

მარშალ პრესი 24/04/2022

ყველას გილოცავთ აღდგომას და გისურვებთ, ეს დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე იყო ღრმა და ბრძნული.

„ქრისტე აღსდგა. მინდა, ყველა ქრისტიანს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს ვუსურვო სტაბილურობა. დღევანდელო დღე უკავშირდება იმედს, განახლებას და ჩვენს რწმენას, რწმენას უკეთესი მომავლის, ხვალინდელი დღის.

ყველას გილოცავთ და მინდა, გისურვოთ, ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი და ყველაფერი საუკეთესოსი.

ჩვენი ბრძენი პატრიარქის ყოველი სიტყვა არის ბრძნული და დასაფიქრებელი, როგორც ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო, ღრმა და ბრძნული“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე საუბრისას.

Continue Reading

Previous: მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე – ვევედრებით უფალს, რომ მშვიდობა დაამკვიდროს ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, მთელ მსოფლიოში
Next: შალვა პაპუაშვილი – პატრიარქის ეპისტოლეში მოვისმინეთ უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვები, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინის მიწაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025